სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია

© photo: Tbilisi Experimental Public / FBპირველი ექსპერიმენტული სკოლა
პირველი ექსპერიმენტული სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომზადდა რეფორმების პაკეტი განათლების სფეროში, რომელსაც საზოგადოება გაეცნობა.

თბილისი,17 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროსთვის სკოლების უსაფრთხოება პრიორიტეტულია, მუშაობა ამ მიმართულებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 18 იანვრიდან იწყებს საზოგადოებისთვის ახალი რეფორმების გაცნობას, რომლებიც განათლების სისტემაში განხორციელდება. რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უსაფრთხოება იქნება.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავეთ უცხოელ პარტნიორებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ექსპერტებმა მოამზადეს განათლების სისტემის რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს ყველა, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებას.

დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო გადაიქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და გახდეს ლიდერი რეგიონში.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ სკოლების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ბიუჯეტი გაასამმაგა.

სკოლა - Sputnik საქართველო
საქართველოში სკოლების მოსავლელად 5 მილიონი დოლარი გამოყვეს

„ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კუთხით ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაქვს, რადგან განათლება ქვეყნის პრიორიტეტია“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.

სკოლამდელი განათლების საფუძველი გახდება აღსაზრდელების პიროვნული განვითარება, ახალი სახელმძღვანელოების დანერგვა, პედაგოგების გადამზადება და მშობლებისთვის ელექტრონული რესურსების შექმნა, აღნიშნა მინისტრმა.

ბატიაშვილმა დააანონსა ასევე სკოლის ახალი მოდელის დანერგვა, რომლის მთავარი ამოცანა მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარება იქნება. ახალი მოდელი ითვალისწინებს ამ კუთხით პედაგოგების გადამზადებას, განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ საკითხს.

ყველა ახალი ამბავი
0