ქართველმა მოჭადრაკემ დელიში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გამოწერა
ვაჟთა ტურნირის ათ ტურში ქართველმა მოჭადრაკემ რვა ქულა დააგროვა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია დელიში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა

ფანცულაიამ 10 ტურის შედეგებით რვა ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაიკავა, გაუსწრო რა ირანელ მასუდ მოსადეგპურსა და ბელარუსის წარმომადგენელ კირილ სტუპაკს.

საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ლუკა პაიჭაძემ ტურნირზე 7 ქულით 27-ე ადგილი დაიკავა.

დელიში გამართულ მე-17 საერთაშორისო ტურნირში მსოფლიოს 20 ქვეყნის 150 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0