ჟამერაშვილი: მეექვსე სართულზე ვიღაც ქალის ხმა გავიგე – მიშველეთო

© Courtesy of Giorgi Zhamerashviliგიორგი ჟამერაშვილი
გიორგი ჟამერაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიაჰოლდინგ „პალიტრის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი „Sputnik–საქართველოსთან“ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის ღამეს იხსენებს.
ჟამერაშვილი: მეექვსე სართულზე ვიღაც ქალის ხმა გავიგე, მიშველეთო

„მეგობართან ვიმყოფებოდი გვერდით კორპუსში, როცა მოხდა აფეთქება. კორპუსი შეზანზარდა და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. აპარატურა ავიღე და გამოვიქეცი, არ ვიცოდი, რა მოხდა და სად მოხდა. ხალხი ერთი მიმართულებით გარბოდა და მეც იქით გავიქეცი. სიტუაციას ჯერ არავინ აკონტროლებდა. ვიღაცამ დაიძახა, შემომყევით, მიშველეთო და მეც დაუფიქრებლად შევყევი“, – იხსენებს გიორგი ჟამერაშვილი.

ფოტოკორესპონდენტის თქმით, იქაურობა საშინელი სანახავი იყო – ჩამონგრეული კედლები, მოგლეჯილი კარები, ჩამოვარდნილი ლიფტი.

გიორგი ჟამერაშვილია იმ სულისშემძვრელი ფოტოების ავტორი, რომელიც წუხელ გავრცელდა სოციალურ ქსელში ტრაგედიის ადგილიდან.

ყველა ახალი ამბავი
0