იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი მოყრილი იყო, თუმცა ყინულმა ვერ მოასწრო გალღობა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, იგოეთთან ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცხვარიჭამია - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე გაუარესდება

ავტოსაგზაო შემთხვევები გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მოხდა.

ავტობანზე სხვადასხვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კასპის საავადმყოფოში 6 პაციენტი გადაიყვანეს. აქედან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

მედიკოსების განცხადებით, 5 პაციენტი სტაციონარში დარჩება, ერთს კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაწერენ.

დაშავებულებს ძირითად კიდურები აქვთ დაზიანებული, ორს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომობილიც.

ადგილებზე სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებული.

ავარიების მიზეზი მოყინული გზა გახდა.

საპატრულო პოლიცია მოძრაობას არეგულირებს, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული არ არის, ავტომობილები გზის ამ მონაკვეთზე ნელ-ნელა გადაადგილდებიან.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი მოყრილი იყო, თუმცა ყინულმა ვერ მოასწრო გალღობა.

ყველა ახალი ამბავი
0