„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Levan Avlabreliყაზტრანსგაზი
ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

Полиция на месте взрыва в Дигоми - Sputnik საქართველო
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე, ჩანგრეულია ლიფტიც.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ წუთებში „ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ასევე, უწყებაში ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

ყველა ახალი ამბავი
0