აშშ-ის საელჩო თბილისში აფეთქებისას გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს

CC BY 2.0 / Jon Perry / usa-flag-graphicsამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიწაზე დაგდებული მიხაკი - Sputnik საქართველო
იტალია და ლიეტუვა საქართველოს სამძიმარს უცხადებენ

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე გუშინ, საღამოს ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. მათი უმრავლესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩებიან ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა, და ერთი ორსული.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვფიქრობთ ჩვენ ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის", – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0