ქართველი სუმოისტი ტრავმის გამო იანვრის ბაშოს გამოეთიშა

გამოწერა
ტოჩინოშინი გასული წლის იანვრის ბაშოს მოქმედი გამარჯვებულია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, იანვრის ტურნირზე – ჰაცუ-ბაშოზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

ტამავაში V ტოჩინოშინი • ჰაცუ ბაშოს მე-4 რაუნდი

Публикация от Sportmiambe (@sportmiambe1)

სავარაუდოდ, ასეთი წარუმატებლობის მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმაა, რომელიც გორგაძემ ჰაცუ-ბაშოს სტარტამდე მიიღო.

გორგაძე, რომელმაც გასულ წელს ოძეკის ტიტული მიიღო, სეკივაკემდე ჩამოქვეითდება, თუ მარტის ტურნირზე ვერ შეძლებს კატიკოსის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირებას.

ტოჩინოშინი გასული წლის იანვრის ბაშოს მოქმედი გამარჯვებულია. გასულ წელს მან ტურნირი მოიგო – 14 გამარჯვებითა და მხოლოდ ერთი მარცხით პირველი ქართველი სუმოისტი გახდა, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0