თბილისის ცენტრში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თებერვლის ბოლომდე იზღუდება

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსპორტის მოძრაობა წყალმომარაგების სისტემის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იზღუდება.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისში, ჭონქაძის ქუჩასა და მის მკვეთ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა 17 იანვრიდან რამდენიმე კვირით შეიზღუდება, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა წყალმომარაგების სისტემის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იზღუდება.

ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით:

მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ავტომანქანების გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე; ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება – ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ; გ. ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ ამაღლების ქუჩის მიმართულებით. ასევე დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით. გერგეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.

აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0