თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში დაიწყო სამუზეუმო სელფის დღის (Museum Selfie Day) საერთაშორისო აქცია.
სამუზეუმო სელფის დღე წელს მსოფლიოში 16 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლები ფოტოს იღებენ მუზეუმების ან ექსპონატების ფონზე, შემდეგ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ჰეშთეგით #MuseumSelfieDay.
სამუზეუმო სელფის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა ინტერნაციონალური პროექტის Culture Themes ინიციატივით. აქციის მიზანია სოციალური ქსელების მეშვეობით მუზეუმების პოპულარიზება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოსახლეობას სთავაზობს ჩართვას კამპანიაში #მოდიმუზეუმში.
„15 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ჩაერთე კამპანიაში #მოდიმუზეუმში, გადაიღე Selfie და ატვირთე საჯაროდ შენ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით: #MuseumSelfie #MuseumSelfieDay #GNMuseumSelfie. ასევე მოგვნიშნეთ Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
საუკეთესო ფოტოს ავტორები ეროვნული მუზეუმისგან პრიზებს მიიღებენ – მუზეუმის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე. ამას გარდა, რჩეული ფოტოები მუზეუმის სოციალური ქსელების გვერდებზე გამოქვეყნდება.
მუზეუმების სრული სია იხილეთ აქ.