20 მილიონი ლარის ბედს ქართული სოფლების მოსახლეობა გადაწყვეტს

© SPUTNIK / DENIS ASLANOVრთველი 2018
რთველი 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლებს 10 ათას ლარამდე გადაეცემათ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლები მოიწონებენ.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. სოფლის მცხოვრებნი თავად გადაწყვეტენ, რაზე დახარჯავენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს – საერთო ჯამში 20 მილიონ ლარს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ მიზნით 15 იანვრიდან 1 მარტამდე საქართველოს 3700 სოფელში გაიმართება სოფლის კრებები, რომლებშიც მონაწილეობას ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს – როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ასეთი შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში სამშაბათს უკვე გაიმართა.

ღვინის სახლი აჭარაში - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის რეკორდები, ანუ როგორ დგება ფეხზე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

„ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქმნება, სოფლის კრებებზე პირდაპირი კომუნიკაცია შედგება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვტილების მიღების პროცესში თავად მოსახლეობა იქნება ჩართული. ხშირ შემთხვევაში სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და მოთხოვნებია ადგილზე“, – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას – სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ.

სოფლები, ზომის მიხედვით, 5-დან 10 ათას ლარამდე თანხას მიიღებენ.

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება >>

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ძველი ხელისუფლების დროს, 2009 წელს დაიწყო და 2016 წლამდე მოქმედებდა. მთავრობის ახალმა გუნდმა 2019 წლიდან პროგრამის განახლება გადაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0