სროლა ტატიშვილის ქუჩაზე: საქმეში, სავარაუდოდ, „კორკოტას“ ვაჟი ფიგურირებს

© photo: courtesy of Gia Korkotashviliგია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულების წრე ამ საქმეზე გაიზარდოს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში 15 იანვარს მომხდარ შეირაღებული დაპირისპირებაში „ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილი, ვაჟა კორკოტაშვილიც მონაწილეობდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გუშინ საღამოს გაუხსნეს. სროლის შემდეგ მძღოლმა მიატოვა მანქანა, რომელიც დაგორდა და მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან მდებარე პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

პასუხისგებაში ორი პირია მიცემული. ეს არის გიორგი ადუაშვილი, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი და მისი მეგობარი კოტე ჯორბენაძე, რომელსაც ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. 

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე – დაკავებულია ორი პირი

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ადუაშვილი, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზურაბ კუჭავას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. თავად ადუაშვილიც დაჭრილია და მას კლინიკაში ბადრაგი იცავს.

„ადუაშვილს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ამიტომ დაველოდოთ უკვე შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულების წრე ამ საქმეზე გაიზარდოს“, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

რაც შეეხება საქმეში ვაჟა კორკოტაშვილის მონაწილეობას, მეზვრიშვილმა ეს ფაქტი ვერც დაადასტურა და ვერც უარყო.

მისი განცხადებით, მომხდარს წინ უძღოდა პირადი კონფლიქტი და დაპირისპირება, რომლის დეტალებზეც გამოძება ეხლა  მუშაობს.

„რუსთავი 2-ი“ კი ირწმუნება, რომ დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო და შემდეგ ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა.

გია კორკოტაშვილმა ტელეკომპანიასთან საუბარში მისი შვილის კონფლიქტში მონაწილოების ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ზურაბ კუჭავასთან მეგობრობდა.

ტელეკომპანია Imedi აცხადებს, რომ ვაჟა კორკოტაშვილი შსს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული. ზურაბ კუჭავა ამ დროისათვის 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ გათავისუფლეს.

ყველა ახალი ამბავი
0