სალომე ზურაბიშვილმა დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა იაშვილის კლინიკაში აფეთქებისას დაშავებული ბავშვები მოინახულა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

პოლიცია - Sputnik საქართველო
კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან

პრეზიდენტს კლინიკაში შესვლისას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, გამოსვლისას კი მცირედი კომენტარით შემოიფარგლა.

„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედია არის ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, პირველ რიგში, და ქვეყნისთვის საერთოდ. ის ბავშვები, საბედნიეროდ, რომლებიც აქ არიან, არიან შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში და არცერთის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აფეთქებისას გარდაცვლილთა ოჯახებს Facebook-ის საკუთარ გვერდზეც მიუსამძიმრა.

„საშინელი ტრაგედია მოხდა დიდ დიღომში. ვიზიარებ თითოეული ოჯახის მწუხარებას და ტკივილს“, - დაწერა ზურაბიშვილმა.

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0