თბილისში ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩას გაარემონტებენ

გამოწერა
თბილისის მერია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას გეგმავს.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩის გარემონტება და იმ ბანერის ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც ჯორჯ ბუშია გამოსახული. 

ჩიჩილაკი და ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
„გავუფრთხილდეთ ქალაქს" – თბილისის მერია გამოყენებულ ნაძვის ხეებსა და ჩიჩილაკებს ჩაიბარებს

ასევე დაგეგმილია კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლისა და ზურაბ წერეთლის მონუმენტის „ადამიანი და მზის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. აქ გაჩნდება სარწყავი სისტემა, განათება, დეკორატიული აუზი, დაირგვება ხეები.

„ჩემი თხოვნაა, რომ ამ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ბანერი, რომელზეც წერია ბუშის ქუჩა, ჩამოვხსნათ და ისეთი გავაკეთოთ, რაც ამ რეაბილიტირებულ პროექტს შეესაბამება“, – მიმართა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თავის მოადგილეს მაია ბითაძეს.

თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩა 2005 წელს აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პატივსაცემად გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0