დიდ დიღომში აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, სამი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / STRINGERაფეთქება დიღომში
აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

თბილისი,  16 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

საცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ

აფეთქება ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0