რა ფუნქციები აქვს 112-ის მობილურ აპლიკაციას

© Ministry of Internal Affairs of Georgiaგადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი „112“
გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი „112“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპლიკაციის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. შსს-სგადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112“-მა მობილური აპლიკაცია 112 Georgia შექმნა, რომელსაც დახმარების ჩუმად გამოძახების ფუნქცია აქვს, ნათქვამია გადაუდებელი დახმარების Facebook-გვერდზე.

აპლიკაცია 112-თან დასაკავშირებელ კიდევ ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, რომელიც მოქალაქესა და ოპერატორს ერთმანეთთან უმოკლეს დროში აკავშირებს. აპლიკაციას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი), ჩუმი გამოძახება (SOS) და ზარის განხორციელება. აპლიკაციის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს.

SOS ღილაკის დაჭერით ყოველგვარი განმარტების გარეშე, რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი გაჩნდება, ნათქვამია განცხადებაში.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე IOS სისტემებისთვის. მისი გამოყენებისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტი და GPS სერვისი. ინტერნეტის არ ქონის შემთხვევაში გამოძახება 112-ში SMS-ის სახით გაიგზავნება. ისევე, როგორც 112-ის ყველა სერვისი, ეს სერვისიც უფასოა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

აპლიკაცია ადაპტირებულია უსინათლო ადამიანებისთვის. ცნობისათვის, ასეთი გზით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0