თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში, მცხეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დამნაშავე მიიმალა, დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე ტარდებოდა საგამოძიებო ღონისძიებები.