გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

© Sputnik / Alex Shlamovგრიპი საქართველოში
გრიპი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
H1N1 ვირუსით საქართველოში უკვე 17 ადამიანი დაიღუპა

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. H1N1 გრიპის ვირუსით საქართველოში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა - 10 თვის ბავშვი და 48 წლის მამაკაცი, იუწყება პირველი არხი.

H1N1 გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რეგიონში გარდაიცვალა.

ადამიანი ნიღბით გრიპის ვირუსისგან თავდასაცავად - Sputnik საქართველო
ირანის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის გამო საქართველოში არ ჩამოვიდნენ

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსის გამოვლენამდე ბავშვს წითელა ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი მშობლებს ჰოსპიტალში არ გადაუყვანიათ და ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კვირას გორში 48 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულების ფონზე, მძიმე პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსია, თუმცა მედიკოსები ახლა ლაბორატორიულ კვლევების შედეგებს ელოდებიან.

გრიპი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია >>

შესაბამისად, საქართველოში გრიპმა უკვე 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამჟამად გრიპის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 ადამიანი მკურნალობს. მათგან 42 მძიმე მდგომარეობაშია, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებებში. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ გრიპით ასი ათას მოსახლეზე 253 პაციენტია დაავადებული.

საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.

ყველა ახალი ამბავი
0