სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორი შვედი ბანკირი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliზამთრის საღამო თბილისში
ზამთრის საღამო თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD-ის ოფისის ახალი ხელმძღვანელი თბილისში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 1 აპრილიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორის პოსტს კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაიკავებს, ნათქვამია ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი რეგიონული დირექტორი თბილისიდან იმუშავებს. ამ პოსტზე ის შეცვლის ბრუნო ბალავერს, რომელიც ცენტრალურ აზიაში მმართველი დირექტორი გახდა.

შახტა - Sputnik საქართველო
EBRD საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაში დაეხმარება

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა კავკასიაში დაბრუნება რეგიონული დირექტორის რანგში და ამ დიდი მოვალეობის საკუთარ თავზე აღება. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისათვის. ამისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია და EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციებისა და რეფორმების გზით“, - განაცხადა ჰანსენმა.

ჰანსენმა EBRD-ში მუშაობა 2006 წელს დაიწყო და 2016 წლამდე პასუხისმგებელი იყო ბანკის მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ აქტივობებზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსსა და მოლდოვაში. ამ პერიოდის განმავლობაში მან ასზე მეტ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველო კარგი ეკონომიკური მენეჯმენტისთვის შეაქო >>

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 224 პროექტი განახორციელა და 3,25 მლრდ ევროს ინვესტიცია დააბანდა.

ყველა ახალი ამბავი
0