ილია მეორე: 2018 წელი ძალიან  მძიმე იყო საქართველოსთვის

© photo: Sergo Sergi Sergi / FBსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქმა ქართველი ერი დალოცა და ბედნიერი, სიხარულით აღვსილი წელი უსურვა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მეფის, დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) ხსენების დღის აღსანიშნავად საზეიმო წირვა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებაზე ისაუბრა.

სრულიად საქართველოს პტრიარქი ილია მეორე სამების ტაძარში ღვთისმსახურებისას - Sputnik საქართველო
პატრიარქი: არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა – სიკვდილის ტოლფასი

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება მაცხოვრის ნათესავებისა, დავით მეფისა, მეფსალმუნისა. დღეს მე მინდა, ვისაუბრო დავით მეფის შესახებ, რომელიც ყველაზე ახლობელია ჩვენთვის. ჯერ ყრმა იყო, ახალგაზრდა, როცა, ღვთის განგებით, წინასწარმეტყველმა სამოელმა დაასხა მირონი და აკურთხა მეფედ. დავით წინასწარმეტყველი გახდა მეფე 30 წლისა. 30 წლისა შეუდგა ამ მძიმე გზას და იყო 40 წელი, 40 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ გამთლიანებულიყო ისრაელი, ებრაელთა ერი. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რიცხვი 40 საიდუმლოებით მოსილი რიცხვია. 40 დღე იყო მაცხოვარი უდაბნოში, 40 წელი ატარა მოსემ ისრაელი უდაბნოში. ადამიანმა რომ იკითხოს, რას ნიშნავს ეს 40, რა საიდუმლოებით მოცულია რიცხვი 40, დამაჯერებელ პასუხს ვერ გაგცემთ“, - აღნიშნა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასული 2018 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს წელი მძიმე იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„ოჯახი – ეს მცირე ეკლესიაა": პატრიარქი საზოგადოებას ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდებს >>

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას, რომ ეს 2018 წელი, წარსული წელი იყო მძიმე წელი, ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის. ამ სიმძიმის შემდეგ, ღმერთმა ინებოს ბედნიერი, სიხარულით აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე წელი იყო, ჩვენ დღეს მაინც მადლობას ვწირავთ უფალს. მადლობას შევწირავთ უფალს სიხარულისა და მწუხარებისათვის. ღმერთმა ინებოს, მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, -  ბრძანა ილია მეორემ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისიც გადაიხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0