ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები

გამოწერა
მოგზაურობას, რომ ბევრი დადებითი ემოცია და შთაბეჭდილება მოაქვს ამაზე აღარ ვდაობთ. საკმარისია საყვარელ ადამიანთან ერთად იმოგზაურო, ეზიარო სხვა ქვეყნის კულტურას და ხვდები, რომ თითქოს თქვენს ურთიერთობაშიც რაღაც იცვლება, რაღაც ლამაზდება და ფერადდება.

ასეა თაკო წიკლაურის ცხოვრებაშიც. მოგზაურობის დროს, მისთვის ყველაზე საინტერესო და სასურველი მეგზური მისი მეუღლეა. „მასთან ერთად მოგზაურობა უბრალოდ სიამოვნებაა“, ამბოს თაკო. თაკო ჯერ მხოლოდ ექვს ქვეყანაშია ნამყოფი, მაგრამ ამბობს, რომ ყველაზე საინტერესო წინ ელოდება.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური

- პირველად 2014 წელს მეუღლესთან ერთად ვიმოგზაურე სტამბულში, რომელმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ რამდენიმე თვეში ისევ დავბრუნდით უკან. რაღაც განსაკუთრებული აქვს სტამბულს. იქ სულ აურზაური და ფუსფუსია. საოცარია დიდებული მეჩეთები, ბაღები. არ შეიძლება არ მოგხიბლოს  ტაქსიმის მოედანმა და ტრამვაიმ, რომელიც სტამბულის სავიზიტო ბარათია. არასოდეს დავიღლები ბოსფორზე გემით გასეირნებისა და დოლმაბაღჩეს სასახლეში ყოფნით. რაღაც ისეთია, რომ არ გყოფნის და სულ გინდა. ორჯერ ვიყავით, თუმცა სურვილი მაქვს უამრავჯერ ვეწვიო, დავლიო მინიატურული ჭიქით ჩაი, რომელიც სულ არ მიყვარს, თუმცა სტამბულში სხვა გრძნობები მიჩნდება მის მიმართ. ჩემი მოგზაურობის პირველი ემოცია სტამბოლმა გააღვიძა და მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს ცხოვრებაში.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური

- დღეს რამდენად ხშირად მოგზაურობთ?

- წელიწადში ერთხელ მაინც მივდივართ მე და ჩემი მეუღლე სამოგზაუროდ. ახლა  ჩვენი შვილიც ჩაერთო ტურებში, რომელიც სამი წლის არის და უკვე სამი ქვეყანა  მოინახულა, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერი გაიგო მოგზაურობის.

დღემდე ექვს ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება.

- რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს სადაც უნდა იმოგზაუროთ? თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუნება, ხედები, კულტურა, მუზეუმები თუ სხვა?

- პირველ რიგში ქვეყნის და ისტორიით, კულტურით და მუზეუმებით. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ არქიტექტურას, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავარ და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriმოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

- ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის?

- ეს კითხვა ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან საშუალება მეძლევა ვისაუბრო პარიზზე,  ჩემს წარმოსახვაში არსებულ სასახლეზე, რომელიც დედოფლად წარმოაჩენს ყველას, ვინც მასზე უკიდეგანოდ შეყვარებულია. მიუხედავად იმისა, რომ გაგონილი მქონდა ქალაქში საშინელი სუნი დგასო, ამ შემთხვევაში დავამატებ, თუ სიყვარული აბრმავებს, მე ყნოსვა დამეკარგა, რადგან იქ არაფერს შევუწუხებივარ აჩქარებული გულის გარდა.

ყველას გვაქვს ჩვენი ოცნება, რომელთან ერთადაც ვიზრდებით, ჩემს ოცნებას პარიზი ერქვა, მიყვარდა ეიფელი - ორივე, რადგან წარმოუდგენელია გიყვარდეს კოშკი შემქმნელის გარეშე. ვხატავდი და ვიხატავდი, ყველგან ეიფელი იყო, ეიფელი, რომელშიც პარიზი იხატებოდა. სტოკჰოლმში გამგზავრებისას ერთი წამომცდა და ჩემმა მეუღლემ ტურში პარიზიც შეიყვანა. მაშინ დაიწყო ჩემი უკიდეგანოდ გაწელილი დღეები და ღამეები, რომელიც მეგონა აღარ დასრულდებოდა და როდესაც თვითმფრინავი პარიზის თავზე დაეშვა, მეგონა იმ სამყაროს ვუახლოვდებოდი, სადაც ოცნებები სრულდება...

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური მეუღლესთან ერთად
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური მეუღლესთან ერთად

როგორ შეიძლება არსებობდეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და მისი დიდებულების ტყვე არ გახდე. სრულიად შესაძლებელია მოექცე 324 მეტრიან ლითონით ნაშენები კონსტრუქციის ქვეშ და თავი მასზე დიდად  არ იგრძნო, რადგან მასში სიდიადე და თავმდაბლობა ერთადაა, გიგანტია თუმცა შენც დიდს გხდის -  გაიძულებს, რომ ასე იფიქრო...

ვერაფერს ვიტყვი ლუვრზე, უბრალოდ გონება უნდა გამოთიშო ყოველდღიური ფიქრებისგან და იმოგზაურო წარსულში, იმ ხელოვანთა ეპოქაში, როდესაც იქმნებოდა ეს საგანძური და მისი საცავი. იქ ყველაფერი ისე სინთეზურად ერწყმის ერთმანეთს, რომ ერთ მთლიანობას ვიღებთ, რომელსაც სიყვარული ჰქვია.

აუცილებლად სანახავია გრევინის მუზეუმი, სადაც თავს ნამდვილ კინოვარსკვლავად იგრძნობ. იმოგზაურებთ გასული საუკუნის პარიზში, მოხვდებით სადღესასწაულო ბალზე და წარმოიდგინეთ სარდაფებშიც კი, სადაც დიდებულების მიერ დასჯილნი შემაძრწუნებელ პირობებში ეწამებოდნენ. ნახავთ ესმერალდას და მასზეც უკიდეგანოდ შეყვარებულ კვაზიმოდოს, რომელსაც იმაზე შემაძრწუნებელი შეხედულება აქვს, ვიდრე წაკითხვისას წარმოიდგენდით, თუმცა სევდიანი და ტკივილიანი.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური მეუღლესთან ერთად
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური მეუღლესთან ერთად

არ უნდა გამოტოვოთ მონმარტრის სასაფლაო,  სადაც თავი ყველგან გეგონებათ სასაფლაოს გარდა. მოკლედ ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო, რომელიც ათასჯერ მაქვს უკვე დაწერილი, თუმცა მაინც ბევრი რამ გამომრჩება. და  ბოლოს, პარიზი არის მოდის, ესთეტიკის, დახვეწილობის და გლამურის ჯადოსნური სცენა, სადაც ცხოვრება ზუსტად ისეთად წარმომიდგენია, ვარდისფერ სათვალეში ყურებას რომ ვეძახით. პარიზი არის ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი და ისე შევესისხლხორცებოდი მის მშფოთვარე ცხოვრებას, ერთ მთლიანობად გადავიქცეოდით.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური მეუღლესთან ერთად
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური მეუღლესთან ერთად

- ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადაგხდენიათ მოგზაურობის დროს...

- მოგეხსენებათ მოგზაურობა შოპინგის გარეშე წარმოუდგენელია. მე და ჩემი მეგობრები კი გადავყევით ამ ამბავს. ყველაფერი ვიყიდეთ რაც მოგვეწონა, შევუძინე საჩუქარი ჩემს მეუღლეს და ვერაფერი ვნახე ჩემი შვილისთვის. ეს იყო წარმოუდგენელი. იმ ტერიტორიაზე არც ერთ მაღაზიაში ბავშვის სექცია არ ჰქონდათ. არც სათამაშოების მაღაზიები იყო და ამ ძებნაში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს რეისზე გვაგვიანდებოდა. 15 წუთი გვქონდა დრო, რომ მეტროთი, რომელიც ლაბირინთივითაა, სამი გაჩერება გაგვევლო და მიგვესწრო სადგურში. ბოლო წამებში არ დავნებდი, შევირბინე მაღაზიაში და აღმოვაჩინე „Angry bird” -ის ლაგატკა და ის ვიყიდე. უსაჩუქრობას ჯობდა. ეს  იყო წარმოუდგენელი ადრენალინი. გავრბოდით სამი გოგო უამრავი პარკით ხელში და თან ვკითხულობდით, რომელი ბაქნიდან გადიოდა მატარებელი. დიდი წვალების შემდეგ მივასწარით ავტობუსს, რომელიც უკვე გამგზავრებისთვის იყო მზად. ქვემოთ შეყვარებული წყვილი ერთმანეთს დიდი ხვევნა ალერსით ემშვიდობებოდნენ და რომ არა ისინი, ალბათ მძღოლი უკვე გასული იქნებოდა სადგურიდან,  ჩვენ კი მოგვიწევდა შემდეგი რეისის ლოდინი თუ რა თმა უნდა ადგილი იქნებოდა...

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური მეგობრებთან ერთად
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური მეგობრებთან ერთად

ამ ზაფხულს მეგობრებთან ერთად ვიყავი პრაღაში. მოგზაურობას და ფეხით ბევრ სიარულს დაღლა და გამძაფრებული შიმშილის გრძნობა ახლავს თავს. ჩვენც ამგვარი შეგრძნებებით შევედი პაბში. შევუკვეთეთ სამი ლუდი, სამი ნაციონალური კერძი და ერთიც გახუხული პური ლურჯი ყველით. ჯერ ლუდი მოგვართვეს, მოაყოლეს პური ლურჯი ყველით, რომელიც რამდენადაც გემრიელი იყო, იმდენად გაგვიმძაფრა შიმშილის გრძნობა. ჩვენი შეკვეთა კი ჯერ არ ჩანდა. ამ დროს გავიხედეთ და გვერდითა სუფრაზე სამი პორცია კანჭი ჩაიდგა. ეს იყო უკვე პიკი ან მათ უნდა დავწვეოდით ან ჩვენც შეგვეკვეთა იგივე. მიმტანს დადგმა არ ვაცადე, რომ დავუძახე და ვინაიდან არ ვიცოდი რომელ და რის კანჭს მიირთმევდნენ ვუთხარი ზუსტად  იგივე გვინდა ერთი პორცია-თქო. მოვიდა ნანატრი კანჭი, შეკვეთილი ნაციონალური კერძი კი ჯერ კიდევ არ ჩანდა, ვიფიქრეთ სანამ ის მოვა ცოტა შიმშილს ჩავკლავთო და შევუდექით საქმეს. ჯერ ბოლოში არ ვიყავით გასულები, რომ გულში ვფიქრობდით, ნეტა იმ კერძის შეკვეთა არ გაეგოთ და აღარ მოეტანათ. კანჭი აღმოჩნდა გასაოცრად გემრიელი და იმაზე დიდი, ვიდრე ჩანდა. ბოლომდე ვერ გავუმკლავდით სამი სუპერ მშიერი იმ ერთ პორცია კანჭს, რომლებიც სათითაოდ ჩაიდგეს ცოლ-ქმარმა და შვილმა. გულში ნაფიქრის გამომზეურების დრო დადგა და გაიჟღერა „ნეტა აღარ მოგვიტანონ“ და ხატია ზრდილობიანად ჩაეკითხა მიმტანს, მალე იქნება ჩვენი კერძიო? ამ დროს კი მიმტანს თვალებით ვევედრებით, რომ ეპასუხა - რა კერძი? თუმცა ნურას უკაცრავად,  გამოიტანეს სამი უშველებელი თეფში, რომელიც სავს იყო მოხარშული მჟავე კომბოსტოთი, სამი ნაჭერი დიდი პურით, ამავე რაოდენობის დაბეგვილი ხორცით და ამოუცნობი სოუსით.  დავყურებდით თეფშს და ვუყურებდით ერთმანეთს, რა უნდა გვექნა. მარტო ამ კერძში 600 კრონა გვქონდა გადახდილი და ასე ვერ დავტოვებდით. კუჭში კანჭს მანევრირება გავუკეთეთ, ადგილი გამოვანთავისუფლეთ და შევუდექით საქმეს. რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ გავრისკეთ, თუმცა დაგემოვნებით მაინც დავაგემოვნეთ. ერთი პირობა ვიფიქრეთ, მიმტანი ბიჭები გვერიდებიან, ჩვენც არ დაგვაყოლონ ზემოდანო. როგორ გინდა იფიქრო, რომ „შემოცქრიალდება“ სამი ნარნარა გოგო და აითვისებს მთელი სამზარეულოს მარაგს.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური

- ზოგადად გურმანი თუ ხართ?

- დიდად არ ვარ გურმანი. თუმცა როდესაც ამა თუ იმ ქვეყანას ვსტუმრობ ვაგემოვნებ მათ ტრადიციულ სამზარეულოს, რომლებიც მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქედან კი ყველაზე მეტად პოლონეთის სამზარეულომ მომხიბლა.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური ოჯახთან ერთად
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური ოჯახთან ერთად

- მოგზაურობის დროს თქვენთვის ყველაზე საუკეთესო და სასურველი მეგზური ვინ არის?

-  ჩემთვის უპირობოდ საუკეთესო მეგზურად ჩემი მეუღლე დათო თევზაძე ითვლება, რომელთან ერთადაც უბრალოდ სიამოვნებაა მოგზაურობა. არაფერზე ღელავ, არ უყურებ რუკას, რათა მოძებნო სასურველი ადგილები, არ გეშინია გზის არევის. უბრალოდ არ შეეშლება მსგავსი რამ. შეგრძნებას გიტოვებს, რომ იმ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, სადაც ტურისტად ვიმყოფებით. უნდა მოეშვა და ისიამოვნო არსებულით.

© photo: courtesy of Tako Tsiklauriთაკო წიკლაური
ვოიაჟი ევროპაში და პარიზში გატარებული ზღაპრული არდადეგები - Sputnik საქართველო
თაკო წიკლაური

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

- გაზაფხულზე იტალიის რამდენიმე ქალაქის და ბარსელონის მონახულებას ვაპირებთ. იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად წარიმართება და ტური შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0