ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე - ერთი არასრულწლოვანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული განაჩენს საპატიმროს გარეთ დაელოდება

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებით შეუცვალა არასრულწლოვან დ.ღ.-ს, რომელსაც ბრალად ედება 16 წლის მოსწავლეების - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა, იუწყება TV Pirveli.

სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს ემსხვერპლნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ის განმეორებითი გამოძიების ფარგლებში გასული წლის ივნისში დააკავეს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სარალიძის შვილის მკვლელი დაისჯება

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებით შეუცვალა სამ არასრულწლოვანს, რომლებსაც საქმის ფარგლებში დანაშაულის დამალვა ედებათ ბრალად.

რაც შეეხება უშუალოდ დადუნაშვილისა და სარალიძის მკვლელობას, ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს ერთ-ერთი მათგანი დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის. ამჟამად მკვლელობის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.

დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლომ დაადასტურა მისი ვერსია იმის შესახებ, რომ საქმეში სხვა პირები ფიგურირებენ, თუმცაღა პროკურატურა თვეების განმავლობაში ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევდა. მომხდარით შეურაცხყოფილი ზაზა სარალიძე პროკურატურის შენობასთან მივიდა, სადაც მის მხარდასაჭერად მისი ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ერთი წელი მკვლელობის შემდეგ: ომბუდსმენის განცხადება >>

სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და ივნისამდე გაგრძელდა, როდესაც პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, ხოლო შსს-მ ამ საქმის დეტალების დამალვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელსაც მოწმეზე ზეწოლა ედება ბრალად. მოგვიანებით სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის ვაჟი სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0