გაქურდული და დაზიანებული მანქანები თბილისში - პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
გაქურდული ბინები ბორჯომში - დაკავებულია ერთი მამაკაცი

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში ხუთი ავტომობილი დააზიანა, სამი ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0