ვანში სამართალდამცველებს დაპირისპირების გამო სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველი ქმედება.

მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0