თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. პარიზის ცენტრში საფუნთუშეში მომხდარი ხანძრის შემდეგ აფეთქება მოხდა, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე. მესამე დაღუპული ესპანეთის მოქალაქეა, იუწყება РИА Новости France Info-ზე დაყრდნობით.
დაახლოებით 50 ადამიანი დაშავდა. საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, იუწყება პირველი არხი.
„ათი ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე მძიმე მდგომარეობაშია. 37 ადამიანი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია“, - დაწერა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა Twitter-ში.
აფეთქების ხმა დილის 9:00 საათზე გაისმა საცხობში, რომელიც ტრევიზის და სენტ-სესილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სახლებში შუშები ჩაიმსხვრა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი, შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი და ქალაქის მერი ან იდალგო.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა მოხდა.