ბათუმში 63 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშიწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გრიპის ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ბათუმში 63 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ეს ბათუმში გრიპის ვირუსის შედეგად გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით  „ღორის გრიპის" ვირუსით უკვე 15 ადამიანი გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ქუთაისში H1N1 ვირუსით 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

„შემთხვევა დღეს დილით ბათუმის მედიცინის ცენტრში მოხდა, ლაბორატორიულად დადასტურებამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ლაბორატორიულმა დასკვნამ დაადასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად გრიპით გარდაიცვალა, თუმცა მას ჰქონდა სხვა რისკფაქტორებიც", – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ზაალ მიქელაძემ.

ხუთშაბათის მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით დაავადებულთა ჰოსპიტალიზების რაოდენობა გაიზარდა - დაახლოებით 845 ადამიანი. ლაბორატორიულმა კვლევამ 158 შემთხვევაში „ღორის გრიპი" დაადასტურა.

ქვეყანაში ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს პირველი სიმპტომებისთანავე მიმართონ ექიმს. დღეისათვის 100 ათას მოსახლეზე გრიპისმაგვარი ვირუსით 256 ადამიანია დავადებული. ეპიდემიად კი მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 400-450 დაავადებულს აღწევს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0