სოფელ იანეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გამოწერა
საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეზობლების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მალე მივიდნენ, თუმცა, ცეცხლის დროულად ჩაქრობა ვერ მოხერხდა, რის შედეგადაც სახლი  დაიწვა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

ყველა ახალი ამბავი
0