საქართველოში სამშენებლო მასალებზე რეგლამენტი წესდება

© Sputnik / Denis Aslanovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს შემოსავლების სამსახური არ გამოატარებს სამშენებლო მასალებს საზღვარზე.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში 15 იანვრიდან სამშენებლო მასალებზე რეგლამენტი წესდება, რაც პროდუქციაზე დეკლარაციის შევსებას ითავლისწინებს.

დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები და ამგვარად მწარმოებელი პასუხისმგებლობას აიღებს, რომ მისი ნაწარმი ყველა გაცხადებულ მახასიათებელს შეესაბამება. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
რა დაუწუნა კახა კალაძემ ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას

დეკლარაცია შევსებული უნდა იყო როგორც ფურცელზე, ისე ელექტრონულად. ამასთან, მწარმოებელმა მთელი ტექნიკური დოკუმენტაცია და დეკლარაციები 10 წლის განმავლობაში უნდა შეინახოს და პირველივე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სახედამხედველო ორგანოებს.

მწარმოებელი ვალდებული ხდება, დაიცვას სტანდარტი, რომელიც დეკლარაციაშო იქნება მითითებული სერიული წარმოებისას. 

გარდა ამისა, დეკლარაციის შევსება აუცილებელი ხდება სამშენებლო მასალების იმპორტირების შემთხვევაშიც. იმპორტიორი ვალდებული იქნება, დაურთოს პროდუქციას ინსტრუქცია და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ამასთან, მასვე ევალება, უზრუნველყოს პროდუქციის შენახვის იმგვარი პირობები, რომელშიც ის არ დაკარგავს ხარისხს და დეკლარაციაში მითითებული მახასიათებლების შესაბამისი იქნება.

იგივე წესები ვრცელდება პროდუქციის დისტრიბუციაზეც.

რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს შემოსავლების სამსახური არ გამოატარებს სამშენებლო მასალებს საზღვარზე.

სტანდარტებს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დააწესებს და მოთხოვნების შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0