თბილისში მაღაზია „ფრანკო ფონტანა" გაქურდეს

გამოწერა
დამნაშავეებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა" გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

 მაღაზია ALTAOKAY  - Sputnik საქართველო
საახალწლოდ რუსთავში „ალტა ოქეი“ გაქურდეს

შემთხვევა პეკინის გამზირზე გამთენიისას მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ნივთები წაიღეს, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათასი ლარია.

გამოძიების ცნობით, სამმა დამნაშავემ  კარი გატეხა და ისე შეაღწია მაღაზიაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0