საქართველოში გრიპით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Kondratyk / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის აფეთქება
გრიპის აფეთქება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელი მდგომარეობით, გრიპით გამოწვეული გართულებების გამო საქართველოში 13 ადამიანი დაიღუპა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა 39-დან 44-მდე გაიზარდა, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.

ვაქცინაცია უფასოდ - სააფთიაქო ქსელი "ჯი-პი-სი" განცხადებას ავრცელებს >>

„ეს ნიშნავს, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ასევე იყო თანმდევი დაავადებები, გარდაუვალი გართულებების პროცენტი და მკურნალობის დაგვიანებული დაწყება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება 200 ერთეულით შემცირდა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: გრიპის ვირუსის 230 შემთხვევიდან 98% არის H1N1

„მიმართვიანობა გაზრდილია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. თუ მიმართვიანობა იყო 420, დღეს არის 602. ეს ირიბად რომ ვთქვათ, კარგია, რადგან პაციენტები დროულად მიმართავენ ექიმს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, ანტივირუსულ მედიკამენტებზე დეფიციტი არ არსებობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებს აქვს ფუნქცია, რომ თუ სადმე პრეპარატის დეფიციტია, ჩვენი მარაგით ვახდენთ შევსებას. ამ გზით უკვე 800 კოლოფი გვაქვს მიწოდებული პაციენტებისათვის. პირბადეების დეფიციტი იყო რამდენიმე აფთიაქში და ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა“, – განაცხადა მინისტრმა.

ბოლო დროს გრიპის გავრცელებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. აფთიაქებში მოქალაქეები რიგებში დგანან და ყიდულობენ სიცხის საზომებს, სამედიცინო პირბადეებსა და ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“. სოციალურ ქსელებში დეფიციტის შესახებ წერენ.

თსუ-სა და ილიაუნში სწავლის პროცესი გადაიდო >>

ამჟამად საქართველოში 100 ათას ადამიანზე 256 დაავადებული მოდის. ეპიდემიის მაჩვენებელი ასი ათასზე მინიმუმ 450 ადამიანს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0