ძაღლის სასტიკი მკვლელობის გამო თბილისის ცენტრში ახალგაზრდობამ აქცია გამართა

© Sputnik / Vladimir Umikashviliცხოველთა დამცველების აქცია თბილისში
ცხოველთა დამცველების აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდებმა ცხოველების წამებისთვის სასჯელის გამკაცრება მოითხოვეს

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა თბილისში პარლამენტის წინ და ცხოველების წამებისთვის სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.

აქციის ჩატარების მიზეზი გახდა საშინელი ამბავი, რომელმაც Facebook-მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ბელიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გოგონამ ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი აღმოაჩინა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მოგვიანებით ახალგაზრდების ჯგუფმა ცხოველი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინალურ განყოფილებაში მიიყვანა. გაირკვა, რომ ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი. ვეტექიმის მცდელობის მიუხედავად ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliცხოველთა დამცველთა აქციის ორგანიზატორი
ძაღლის სასტიკი მკვლელობის გამო თბილისის ცენტრში ახალგაზრდობამ აქცია გამართა - Sputnik საქართველო
ცხოველთა დამცველთა აქციის ორგანიზატორი

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ ინციდენტის გამო, რომელიც 8 იანვარს მოხდა. როგორც იცით, ცხოველს სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ მოვითხოვთ კანონის გამკაცრებას. გვინდა, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამიტომაც ეს აქციები ხვალაც, ზეგაც გაგრძელდება“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აქციის ორგანიზატორმა, სტუდენტმა მოლი მეტრეველმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliცხოველთა დამცელთა აქცია თბილისის ცენტრში
ძაღლის სასტიკი მკვლელობის გამო თბილისის ცენტრში ახალგაზრდობამ აქცია გამართა - Sputnik საქართველო
ცხოველთა დამცელთა აქცია თბილისის ცენტრში

ახალგაზრდობა პარლამენტთან შეიკრიბა პლაკატებით - „არ მოკლა, დაიცავი!“, „არ იყიდო, შეიფარე!“, „დაიცავი დაუცველი!“. ბევრი მივიდა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად.

„მიგვაჩნია, რომ ის კანონი, რომელიც ახლა არსებობს, მინიმალურად მკაცრია და მეტიც, ის აშკარად არ მოქმედებს. ჩვენ არ უნდა ვაწამოთ ჩვენზე სუსტი, პირიქით, უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა აქციის სხვა მონაწილემ.

მომიტინგეთა თქმით, ადამიანები, რომლებიც ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან, ადამიანებისთვისაც პოტენციურად საშიშები არიან.

© Sputnik / Vladimir Umikashviliცხოველთა დამცველთა აქცია თბილისში
ძაღლის სასტიკი მკვლელობის გამო თბილისის ცენტრში ახალგაზრდობამ აქცია გამართა - Sputnik საქართველო
ცხოველთა დამცველთა აქცია თბილისში

მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი („ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი სიკვდილი ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველების წამება“) ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით. იგივე ქმედება, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, არაერთხელ ან მცირეწლოვანთა თანდასწრებით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0