თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში რუსი ტურისტი მოჰყვა

გამოწერა
მესტიის მერის ინფორმაციით, ტურისტები თეთნულდის მთაზე აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. სვანეთში, სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის  ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგად რუსი ტურისტი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კავკასიის ქედი - Sputnik საქართველო
კავკასიონის მთებში ტურისტებმა 31 წლის წინ დაღუპული ალპინისტის ნეშტი იპოვეს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ, მოულოდნელად სტიქიის ზონაში მოყვნენ. ზვავში მოყოლილი  ერთ-ერთი ტურისტი მსუბუქად დაშავდა.

თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინა, ამ დროისთვის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოსახლეობას მოუწოდებს,  დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0