World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსილამაზის კონკურსის წარმომადგენლები
სილამაზის კონკურსის წარმომადგენლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში უკვე იმყოფება 130 სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან და ინდოეთიდან.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში 10–11 იანვარს მეორედ გაიმართება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სამყაროს ყველაზე წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებს შეკრებს.

ღონისძიების დეტალებზე „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამოდელო სააგენტო „კატრინის" დამფუძნებელმა და შოუს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა ისაუბრა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliეკატერინე მგალობლიშვილი
World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს - Sputnik საქართველო
ეკატერინე მგალობლიშვილი

„ჩემი მიზანი საქართველოში არამარტო საერთაშორისო სილამაზის კონკურსების ან სამოდელო კონკურსების ჩატარება, რამედ ქვეყნის პოპულარიზებაა. რაც შეეხება World Rising Stars, ეს ღონისძიება ეძღვნება საკუთარ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, სხვადასხვა ფესტივალების გამარჯვებულებს, ასევე ადამიანებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სილამაზის კონკურსების ჩატარებას", - განაცხადა მგალობლიშვილმა.

World Rising Stars -ის მონაწილეებისთვის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ტური, საქველმოქმედო საღამო, ტალანტების შოუ, ექსკურსიები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრესკონფერენცია: საქართველოში მოდის სფეროში საუკეთესოებს დააჯილდოვებენ
World Rising Stars-ი თბილისში მთელი მსოფლიოდან ლამაზმანებს შეკრებს - Sputnik საქართველო
პრესკონფერენცია: საქართველოში მოდის სფეროში საუკეთესოებს დააჯილდოვებენ

თბილისში ასევე იმყოფებიან დიზაინერები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, რომლებიც Biltmore Hotel Tbilisi-ში საკუთარ კოლექციებს წარმოადგენენ.

„ხვალ ფინალი გაიმართება, რომელზეც ღონისძიების ყველა სტუმარი და მონაწილე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. ჩვენთან 25 საერთაშორისო ჟიური ჩამოვიდა, ძალზე ლამაზი ღონისძიება იქნება", - აღნიშნა მგალობლიშვილმა.

World Rising Stars-ის საინფორმაციო მხარდამჭერია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო". წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა და „Sputnik–საქართველომ" ქველმოქმედებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები არ იყიდება, მოწვეულ სტუმრებს კი სიმბოლური შესაწირის გაკეთება შეეძლებათ. შემოსული თანხა ობოლ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშებს გადაერიცხებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0