10 იანვარს "World Rising Stars" დაჯილდოების ცერემონიის პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფეშენ-ინდუსტრიიც წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება Sputnik-ის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში
თბილისში მეორედ გაიმართება "World Rising Stars" დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებაზე სამოდელო და ფეშენ ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს დააჯილდოებენ, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში სილამაზის კონკურსების გამართვას უწყობდნენ ხელს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა პრეს-კონფერენცია მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც დაწვრილებით გვიამბეს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.
ცერემონიაზე თავს მოიყრიან სილამაზის სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებულები, ასევე სამოდელო კონკურსების გამარჯვებულები ყაზახეთიდან ,უზბეკეთიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ინდოეთიდან.
"World Rising Stars"-ის საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო.