უამინდობა საქართველოში: საბაჟო–გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

გამოწერა
ამინდის გაუმჯობესების შემდეგ საბაჟო–გამშვები პუნქტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საბაჟო–გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და „კარწახი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს დარიალის ხეობაში საბაჟო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“. ზვავსაშიშროების გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. 

სატვირთო ავტომობილი გზაზე ზამთარში - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ საბაჟო–გამშვები პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ასევე, უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებია (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის 1-36.5 კმ მონაკვეთზეც, რის გამოც მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული საბაჟო–გამშვები პუნქტი „კარწახი“.

აღნიშნულ საბაჟო–გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება.

უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი – „LIVE კამერა“, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერის რეჟიმით შეუძლია თვალი ადევნოს საბაჟო–გამშვებ პუნქტებში, მათ შორის სგპ „ყაზბეგში“ არსებულ ვითარებას.

ყველა ახალი ამბავი
0