თოვლის ბებია და ფეიერვერკი – შოვში თოვლის ფესტივალი იმართება

გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ელოდებათ.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თოვლის ფესტივალი კურორტ შოვში 12 იანვარს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიება ადგილობრივი პანსიონატის ტერიტორიაზე შუადღეს დაიწყება. ღონისძიების პროგრამაშია სხვადასხვა თამაშები და შეჯიბრებები როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

თბილისელები სამახსოვრო სურათს იღებენ თოვლის ბაბუასთან ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის წინ - Sputnik საქართველო
თოვლის ბაბუა და მისი „თანამოძმეები“

ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ თოვლის ბაბუა, თოვლზე შეფერილი წყლით ხატვა და სხვა აქტივობები. გარდა ამისა, ყველა მსურველს შეუძლია თოვლის ბაბუა და ბებია დადგას.

„ფესტივალის ტერიტორიაზე დაინთება დიდი კოცონი. წარმოდგენილი იქნება კვების ობიექტები, ცივი და ცხელი სასმელები, ღვინო. 17:00 საათზე ბენდი Att News Life კონცერტს გამართავს, რის შემდეგაც საღამოს DJ გააგრძელებს", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი ფეიერვერკითა და ფრანების გაშვებით დასრულდება.

ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია – 10 ლარი, ბილეთების შეძენა ადგილზეა შესაძლებელი, ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა.

 

ყველა ახალი ამბავი
0