წულაძე: ჩემი ოცნებაა დურგლობა, მინდა ჩარხები ვიყიდო

© FB/ Levan Tsuladzeლევან წულაძე
ლევან წულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი ლევან წულაძე საუბრობს იმაზე, რეჟისორობის გარდა რა საქმის კეთება სურს ცხოვრებაში.
წულაძე: ჩემი ოცნებაა დურგლობა, მინდა ჩარხები ვიყიდო

„ძალიან მომწონს დურგლობა. ჩემი ოცნებაა, რომ როდისმე შევიძინო ჩარხები და გავაკეთო ავეჯი. ძალიან მიყვარს ხეზე მუშაობა, რადგან  კეთილშობილი საქმე მგონია. როცა ფული მექნება, აუცილებლად ვიყიდი ჩარხებს“, – ამბობს წულაძე.

ქართველი რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე ჭოლა, დაიბადა 1965 წლის 18 მარტს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაღებულია ფილმებში „მეჯლისი გაყიდულ სახლში“, „ერთი ლეღვი გზაზე“, „უსუი“ და სხვ. დადგმული აქვს სპექტაკლები თეატრალური ინსტიტუტის, მარჯანიშვილის თეატრის, თეატრალური სარდაფის, რუსთაველის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის სცენებზე. მინიჭებული აქვს სანდრო ახმეტელის სახელობისა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრემიები, ღირსების ორდენი, თეატრალური პრემია „დურუჯი". 2006 წლიდან არის მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ყველა ახალი ამბავი
0