გარდაიცვალა გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელი გური სიხარულიძე

© photo: Sputnikსანთლები ეკლესიაში
სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გური სიხარულიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გურული სიმღერების გამოჩენილი შემსრულებელი გური სიხარულიძე 7 იანვარს 88 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, ნათქვამია ანსამბლ „შავნაბადას" Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„გური სიხარულიძემ აღზარდა თაობები, მან მოახერხა ყველა თაობის წარმომადგენელთან მეგობრული და მამაშვილური სიყვარულის გაღვივება. მისი შესრულებული სიმღერები დღეს ერთ-ერთი საუკეთესო სახელმძღვანელოა, თუ როგორ უნდა იმღერო, როგორ უნდა იგრძნო შენ გვერდში მდგომი შემსრულებელი, როგორ უნდა გიყვარდეს მეგობარი და როგორ უნდა იმღერო სიყვარულით", – აღნიშნულია განცხადებაში.

მომღერალი 1930 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში დაიბადა. 1950 წელს დაიწყო მაკვანეთის გუნდში სიმღერა, რომელსაც არტემ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა.

1978-2002 წლებში სიხარულიძე ანსამბლ „ელესაში" მღეროდა.

შემდგომ პერიოდში ასევე იყო ანსამბლ „ვახტანგურისა" და ტრიო „შალვა ჩემოს" წევრი.

2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი".

 

ყველა ახალი ამბავი
0