ჯაფარიძე: არც მიფიქრია, თუ ვინმე გადამიღებდა და მერე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებდა

გამოწერა
იურისტი დავით ჯაფარიძე ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მომხდარ ამბავს იხსენებს, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა.
ჯაფარიძე: არც მიფიქრია, თუ ვინმე გადამიღებდა და მერე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებდა

„მე და ჩემმა მეუღლემ შემთხვევით გავიარეთ იმ ქუჩაზე. მანქანიდან დავინახეთ, იმ სიცივეში ერთ-ერთი მაღაზიის წინ როგორ იჯდა მოხუცი. ჩემმა მეუღლემ შეიცხადა, მითხრა, ეს კაცი სულ აქ ზის, წვიმაში, თოვლში, ყინვაში და ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეებსო. მანქანა მივაბრუნე. ჩემს მეუღლეს ეგონა, რომ ფულის მიცემას ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა... არც მიფიქრია, თუ ვინმე გადაიღებდა ამ ფაქტს და მერე სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნებდა“, – ამბობს დავით ჯაფარიძე.

დავით ჯაფარიძემ თავისი ქურთუკი და ფეხსაცმელი გაიხადა და უპოვარ მოხუცს ჩააცვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0