თბილისში „ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სასურსათო მაღაზია „ორი ნაბიჯის“ დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შობას თბილისში მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები მაღაზია „ორ ნაბიჯში“ შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით მოლარეს სხეულის დაზიანება მიაყენეს და, სავარაუდოდ, 400 ლარამდე თანხა გაიტაცეს.

შსს-ს ცნობით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1978 წელს დაბადებული ზ.ი., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დღეს დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0