თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 9 იანვარს მთაში თოვასა და ქარბუქს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე შტორმს ვარაუდობენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 იანვარს >>
ზღვის სანაპიროზე შტორმი 4-5 ბალს მიაღწევს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 8 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის ძალა დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.
დასავლეთ საქართველოში ოთხშაბათს 7 გრადუსი სითბო იქნება, ხუთშაბათს კი ჰაერი 11 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 17-22 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.