კობი-გუდაურის მონაკვეთზე შეზღუდვები ამოქმედდა

© Roads Department of Georgiaთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. დიდთოვლობის გამო კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

„გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს პერიოდულად, რამდენადაც საჭიროა. ამ ეტაპზე გაჩერებულია სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, დანარჩენი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას. შეფერხება ფიქსირდება მლეთამდე, თბილისიდან მლეთის მონაკვეთამდე და სტეფანწმინდიდან კობის მონაკვეთამდე", – აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0