მელუა: საქართველო ჩემთვის არის მზე
„იმაში გაგვიმართლა, რომ დედიკოს და მამიკოს ყოველ ზაფხულს აქ ჩამოვყავდი. სკოლის პერიოდში, 8 წლიდან 18 წლამდე, სანამ პირველი ალბომი გამოვუშვი, ყოველ ზაფხულს აქ ვიყავით. ბათუმში ვიყავით, ან ცემში, მდინარეებზე დავდიოდით. შემდეგ დრო უფრო შემეზღუდა. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნეობა აქვს, რომ დავბრუნდე საქართველოში და კონცერტი ჩავატარო“, -ამბობს ქეთი მელუა.
მომღერლის თქმით, საქართველო მისთვის ოჯახი, სახლი და მზეა.