როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში – სამყარო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძე
თამუნა გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შობის დღესასწაული ძველის დასასრულთან და პოზიტიური სიახლეების დასაწყისთან ასოციდება. საშობაოდ მორთული ქალაქები, ქუჩები, შენობები, ხიდები, კაფეები, საგანგებოდ მოწყობილი საციგურაო მოედნები, საშობაო ბაზრობები – ეს ყველაფერი შობის დღესასწაულზე ევროპული ქალაქებისთვის განუყოფელი ნაწილია.

ალბათ ყველა ადამიანის ოცნებაა საშობაოდ მორთული ევროპის ქალაქების მონახულება. ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ხელოვანი თამუნა გაჩეჩილაძეა, რომელმაც წინასაახალწლოდ ევროპის სამ ქვეყანაში იმოგზაურა. ის საშობაოდ მორთულ ქალაქებზე, იქაურ ტრადიციებზე და საშობაო ბაზრობებზე მოგვითხრობს.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში – სამყარო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

– ქართველები განებივრებულები ვართ დღესასწაულებით. მუდმივად ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულებს და ბედნიერები ვართ ამით, მაგრამ შობა და ახალი წელი განსაკუთრებული დღეებია. ადრე ჩემს ბავშვობაში, შობის დღესასწაულზე დიდი თოვლიც იყო. რამდენჯერ გარეთ გავსულვარ 31 დეკემბერს და სიხარულით მივლია თოვლიანი თბილისის ქუჩებში. ახლა შესაძლებლობები მეტი  გვაქვს, შობას შევხვდეთ სადაც გვსურს და ვისთან ერთადაც გვსურს, მაგრამ გაზაფხულივით დღეებია, ვერაფრით იტყვი, რომ ახალი წელი მოდის. შობა და ახალი წელი ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოში ალბათ ყველას ერთნაირ სიხარულს გვრის. მე ნოემბრის დასაწყისში უკვე ვიწყებ საახალწლო სამზადისს, ვარჩევ დეკორაციებს, ვწყვეტ რა ფერის უნდა იყოს ამ წელს ნაძვის ხე და სახლის ინტერიერი. ხშირად ვცვლი განათებებს, რაც საოცარ ელფერს მატებ ახალ წელს. განათების ფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, გააჩნია რომელ წელს რა განწყობაზე ვარ.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძე
როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში – სამყარო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძე

– წინასაახალწლოდ იმოგზაურეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მოგვიყევით ამ ვოიაჟის, საშობაოდ მორთული ქალაქების, ქუჩების და ტრადიციების შესახებ.

– შობა ევროპაში არის ზღაპარი. ისეთი დაუვიწყარი ზღაპარი, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ამის ნახვის გამო ღირდა ცხოვრება. წელს სამი ქვეყანა ვნახე შობას და დავრწმუნდი, რომ საშობაოდ მოწყობილ სივრცეებს, ფანტაზიებს, ადამიანის შესაძლებლობებს არა აქვს საზღვარი. ესპანეთის დედაქალაქში ისეთი საშობაო აურზაური იყო და იმდენი ნაძვის ხე იდგა თავისუფლად დაიკარგებოდა ადამიანი. ფერადი ნაძვის ხეების რიგი თვალზე ცრემლს და სასიამოვნო ღიმილს გვგვრიდა ყველას. ყველგან საშობაო მუსიკა ისმოდა და საშობაოდ მოწყობილ სივრცეებში ყველა ადამიანს შეეძლო არა მარტო საახალწლო სუფრას მიჯდომოდა, დაეგემოვნებინა კიდეც ცხელი ჩაი და მურაბა. ამდენი ფიფქი, ამდენი ულამაზესი დეკორაცია მართლა არსად მინახავს. ზღაპრული და მართლაც სამეფო იყო, ესპანეთის მეფის,  ფელიპე VI სასახლეში მოწყობილი შობის დროინდელი ბეთლემი და ქალაქის სცენები, რომელიც მეფემ მისი შვილისთვის, ტახტის მემკვიდრის ლეონორისთვის, ფლორენციაში შეუკვეთა. მთელი ქალაქი და ყველა ტურისტი მიდის ამ საოცრების დასათვალიერებლად. 

არანორმალურად ლამაზი იყო წინასაშობაოდ პორტუგალის დედაქალაქი, ლისაბონიც. ოდნავ ამაღლებილი ადგილებიდან საოცარი სანახაობა იშლება მნახველის თვალწინ. შორს ნისლებში მოჩანს ქრისტეს ქანდაკება, რომელიც  ბრაზილიაში მდგარი ქრისტეს ქანდაკების ანალოგია და მასზე მხოლოდ ათი მეტრით პატარაა, ნისლებს ქვემოთ მდინარე ტეჟუ და ატლანტის ოკეანე.  ყველა ცენტრალურ მოედანზე დგას გიგანტური, ძალიან დახვეწილი ნაძვის ხეები. თვლა არა აქვს ქალაქში დეკორაციებს და საახალწლო განათებეს. თვით ოკეანერიუმში, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ ოკეანარიუმებს შორის არის, ისეთი საახალწლო განწყობა იდგა გაოგნებული შევყურებდი. საახალწლო ბაზრობები ხომ სასწაული სანახაობაა. ბედნიერი, ღიმილიანი ადამიანები დიდი გულისყურით არჩევდნენ საახალწლო საჩუქრებს და ფერად ჩანთებში აწყობდნენ. საერთოდ რომ არ გინდოდეს განიცადო რა არის ახალი წელი, ერთხელ იქ გავლა მოგანდომებს შობას ბედნიერად შეხვდე. სპეციალურად ავიღე ტური ლისაბონთან ახლოს სინტრაში სამეფო სასახლის სანახავად. გაოგნებული დავრჩი, გაქვს განცდა თითქოს მეფე გაგიღებს კარებს და მოგილოცავს ახალ წელს.

სადღესასწაულოდ იყო მორთული საფრანგეთის დედაქალაქი პარიზიც. ყველგან ცხელი ღვინის და საშობაო ნამცხვრების სუნი იდგა.  საშობაოდ ევროპაში ყველაზე მეტად ბედნიერი სახეების მშურს. ღმერთო რა სიხარულია, როცა ამდენი ადამიანის სახეზე ბედნიერებას ხედავ. როგორ მინდა ოდესმე ჩვენი ქალაქის ქუჩებშიც ვხედავდე ამდენ ბედნიერ ადამიანს. ყველა ცენტრალურ მოედანს თავისი ნაძვის ხე აქვს და თავისი გმირები ყავს. ყველაზე ლამაზი ნაძვსი ხე კი ლაფაიეტის ცენტრშია. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ელოდება ამ ნაძვის ხის განათებას და არცერთ წელს ეს ნაძვის ხე ერთნაირი არ არის. ამ სილამაზეს კი უკვდავი ჩაიკოვსკის მაკნატუნას ჰანგები ამშვენებს.

ჩემი მოგზაურობის კულმინაცია, საშობაო დისნეი ლენდი იყო. სიტყვებიც არ მყოფნის იმ ემოციების გადმოსაცემად რაც იქ დამეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მეორედ მოვხვდი ზღაპარში, მაინც აღფრთოვანებული დავრჩი. იქაურობას ვეძახი სამყაროს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს. დავაძალებდი კიდეც ადამიანებს, რომ ეს სამყარო ერთხელ მაინც მოინახულონ. კლასიკური ზღაპრების ყველა გმირი– მიკი მაუსის 90 წლის იუბილე, ამ იუბილესთვის სპეციალურად შექმნილი დეკორაციები, საჩუქრები, სამკაულები და უამრავი ნივთები ამშვენებდა იქაურობას. სივრცე,  სადაც ყველა ერთნაირად აღფრთოვანებული და ბედნიერია. ციოდა, საკმაოდ ციოდა, მაგრამ ამ სიცივეს სადღესასწაულო მსვლელობის დროს, რომელშიც ზღაპრის გმირები მონაწილეობენ, ათასობით ადამიანსთვის ხელი არ შეუშლია. საღამოს კი დღის დაგვირგვინებაა ლაზერული შოუ. უძლური ვარ, როცა ვცდილობ გადმოვცე  ის სიხარული რაც იქ სუფევდა. ყველამ, ყველამ დაისახეთ მიზნად ერთხელ მაინც მოინახულოთ ელფების, კეთილი ფერიების  და სიყვარულის სამყარო.

– ადამიანებში როგორი განწყობა იგრძნობოდა?

– ის რისთვისაც ღირს ევროპაში მოგზაურობა არიან ადამიანები, ბედნიერი, დასვენებული, სიყვარულით აღსავსე სახეები. არსად იმდენ ბედნიერ ადამიანის არ შეხვდები, რამდენსაც აქ. ხანდახან ღიმილი სიცოცხლესაც შველის, სასოწარკვეთილ ადამიანსაც. ისე მინდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც იქ. რამდენი ხანია აქ ადამიანის სახეებზე კმაყოფილება და ბედნიერება არ მინახავს.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeმოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო
როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში – სამყარო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო - Sputnik საქართველო
მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო

– რომელ ტრადიციას, ჩვეულებას დანერგავდით საქართველოში?

– ტრადიცია რომ დანერგო, შესაბამისი განწყობაც უნდა იყოს და ფინანსური შესაძლებლობაც. ადამიანები ისე არიან დაღლილები ყოველდღიური რუტინით არაფერი ახლის გამოგონება აღარ სურთ. თუმცა ვინატრებდი, რომ ამხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებდეთ სუფრის მრავალფეროვნებას და მეტი გართობა და მხიარულება შევძლოთ სასმელში ჩახრჩობის გარეშე.

© photo: courtesy of Tamuna Gachechiladzeთამუნა გაჩეჩილაძე
როგორ აღნიშნავენ შობას ევროპაში – სამყარო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო - Sputnik საქართველო
თამუნა გაჩეჩილაძე

– როგორ მიულოცავთ შობა-ახალ წელს ქართველ ხალხს?

– ვუსურვებ, რომ ყველას ქონდეს სამსახური და სტაბილურობის  განცდა, რომ ადამიანი ერთხელ იბადება   და ყველამ  ისე ვიცხოვროთ, რომ ღირდეს ჩვენი ამ სამყაროში მოსვლა. ყველას მინდა ქონდეს სახლი, თბილი კერა  და გემრიელი საკვები. ბედნიერი ხალხი მინდა დადიოდეს ჩემი ქალაქის ქუჩებში. იმედია ყოველთვის ოცნება არ იქნება ეს სურვილი და ოდესღაც ჩვენც შევხვებით ისეთ ახალ წელს, სადაც ყველას ეყვარება, სადაც პატივისცემა და ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულება გახება. ბედნიერებას და გამართლებას ვუსურვებ ყველას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0