თბილისის მერია საპატრიარქოს ალილოს ორგანიზებისთვის ავტობუსებს გამოუყოფს

© Photo: TBILISI TRANSPORT COMPANY / FBსაახალწლო მორთულობა ქალაქის ავტობუსში
საახალწლო მორთულობა ქალაქის ავტობუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა ორშაბათს, 7 იანვარს  ქრისტეს შობას  — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს იზეიმებს

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. თბილისის მერია საპატრიარქოს ალილოს მსვლელობის ორგანიზებისთვის ავტობუსებს გამოუყოფს, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის მერიის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა ორშაბათს, 7 იანვარს  ქრისტეს შობას  — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს იზეიმებს.

თავისუფლების მოედანი ახალ წელს - Sputnik საქართველო
ხვალ თბილისში რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

ალილოს ყოველწლიური მსვლელობა კი ხვალ 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

რაც შეეხება გზებზე მოძრაობას, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

ალილოს მსვლელობის ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება — თბილისელები გადასცემენ მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0