სალომე ზურაბიშვილმა სოფელ რუხში საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდა.

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოს ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან კლინიკა, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით, სამეგრელოსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს.

საახალწლოდ მორთული ზუგდიდი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი „ნაძვის ხის“ ზეიმზე ბავშვებს ზუგდიდში უმასპინძლებს

პრეზიდენტის განცხადებით,  იგი მხარდაჭერას უცხადებს მსგავსი ტიპის პროექტებს და რუხის სამედიცინო ცენტის ამოქმედება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდა.

პროექტის მიხედვით, კლინიკას აქვს აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ, ასევე სპორტული მოედნები, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.

პროექტის საერთო ღირებულება 41 264 ათასი ლარია. სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

ყველა ახალი ამბავი
0