სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიისთვის ემზადებიან

© Sputnik / Alex Shlamovსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალილო ხვალ 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა ორშაბათს, 7 იანვარს  ქრისტეს შობას  — ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს იზეიმებს.

ფანჯარაში შობაზე ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში აღევლინება. სამებაში საკვირაო წირვას საქართველოს პატრიარქის ილია მეორის  მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღავლენს.

ქრისტეშობის ლიტურგია დღეს 23:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარებს. 23:30 საათისთვის წაიკითხავენ ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეს, წირვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

რაც შეეხება შობის მახარობლებს, ალილოს ყოველწლიური მსვლელობა ხვალ 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

ალილოს მსვლელობის ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება — თბილისელები გადასცემენ მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.

ყველა ახალი ამბავი
0