თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე „სინემა კლუბში" დაჭრილ 27 წლის მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა ახალი წლის დღეებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილის ახლობლები ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
„სასწაულები გააკეთეს ექიმებმა. გადაფატრული ბავშვი დააყენეს ფეხზე“, - ამბობს დაზარალებულის ახლობელი.
დაჭრილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.