თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.