თურქეთის ორი მოქალაქე საქართველოში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულები ყალბი ფულის გასაღებას ბათუმში ახორციელებდნენ

თბილისი, 4 იანვარი  – Sputnik.  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 

დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500-ევროიანი კუპიურები გაასაღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 ათასი ევროს ოდენობის ყალბი ფული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0