„ჩვენი სულიერი წინამძღოლი“: საქართველოს პირველი პირები პატრიარქს ულოცავენ

© photo: Mamuka Bakhtadze / FBსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო დღეს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეს აღნიშნავს

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს.

პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ილია მეორეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

ილია II - Sputnik საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 86 წლის გახდა

„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“, – დაწერა პრემიერმა თავის Facebook–გვერდზე.

პატრიარქს მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, პატრიარქი ქვეყნის მოქალაქის სულიერი წინამძღოლი, თავმდაბლობის, სულგრძელობის, მოთმინების, სიკეთისა და მიმტევებლობის მაგალითი.

„პრეზიდენტი მის უწმინდესობას უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის“ – ირაკლი კობახიძემ პატრიარქს მიულოცა>>

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას 41 წელია მართავს, დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა.

ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაშია 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია.

ყველა ახალი ამბავი
0